რა შემოსავალი მიიღო საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე 

17:20, 22.11.2020

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ექვსი თამაში გამართა, ერთი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა, ერთში დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და C ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამოსვლისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაერიცხება 1,125 მლნ. ევრო. C ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ბონუსის სახით 1,125 ევროს მიიღებს. ანუ ჯამში, ჯგუფში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, პირველადგილოსნებმა 2.25 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

 

ერთა ლიგაში მონაწილეობის პრემიები

A ლიგა 2,25 მლნ

B ლიგა 1,5 მლნ

C ლიგა 1,125 მლნ

D დილა 0,75 მლნ

 

ჯგუფის გამარჯვებულთა პრემიები

A ლიგა 2,25 მლნ

B ლიგა 1,5 მლნ

C ლიგა 1,125 მლნ

D დილა 0,75 მლნ

უეფა-მ პრემიები დააწესა ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის გამარჯვებულისთვისაც, ოღონდ, მხოლოდ A ლიგაში – 6 მილიონი. ამას გარდა, მეორე ადგილზე გასული 4,5 მილიონს მიიღებს, მესამეადგილოსანი – 3,5 მილიონს, ხოლო მეოთხე პოზიციაზე ჩარჩენილი – 2,5 მილიონს.

მსგავსი