რა მოხდა საქართველოს სუპერთასის დასრულების შემდეგ
რა მოხდა საქართველოს სუპერთასის დასრულების შემდეგ

ქუთაისის ”ტორპედომ” და საჩერეს ”ჩიხურამ” საქართველოს სუპერთასი გაითამაშეს. ქუთაისელებმა 2:1 მოიგეს და პრიზს პირევლად დაეუფლნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ”დავით პეტრიაშვილი არენაზე”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძესა და საჩხერის „ჩიხურას“ გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს შორის ინციდენტი მოხდა.

პირველ არხთან ინციდენტის შესახებ საჩხერელთა დირექტორმა ილაპარაკა.

”დასამალი არაა, რომ წაგების შემდეგ აღელვებული ვიყავი, რადგან მთავარი არბიტრი ვადაჭკორია ყველა სადავო მომენტში ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებდა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ”დინამოსა” და ქუთაისის ”ტორპედოს” საჩემპიონო შეხვედრის შემდეგ მისი სუპერთასის მატჩზე დანიშვნა არასწორი გადაწყეტილება იყო და ეს საჯაროდ ვთქვი. ჭუმბურიძის უკმაყოფილება ჩემმა პრეტენზიებმა გამოიწვია და მერე რაც მოხდა, იმაზე განვრცობა აღარ მსურს. უსიამოვნება იყო, მაგრამ მე არავის გავულახივარ. ამის შემდეგ სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ველაპარაკე. არ დავმალავ, აღელვებისთვის მოვუბოდიშე. მაგრამ მაწყნარებდნენ და ადამიანურად დავილაპარაკეთ. ჭუმბურიძეს რა უნდოდა, ამას ვერ ვხვდები” – ამბობს შუკაკიძე.

სამწუხაროდ, კახა ჭუმბურიძესთან დაკავშირება და კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხა – მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.