რა იყო 2021 წელს მთავარი სპორტული მოვლენა საქართველოში - ალექსანდრე ჩივაძისა და რეზი არველაძის პასუხი #1TVSPORT
რა იყო 2021 წელს მთავარი სპორტული მოვლენა საქართველოში - ალექსანდრე ჩივაძისა და რეზი არველაძის პასუხი #1TVSPORT

რა იყოს 2021 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა საქართველოში? ამის შესახებ „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმრებმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა, რეზი არველაძემ ისაუბრეს:

რეზი არველაძე: „წლის მოვლენა ბათუმის ახალი სტადიონი და ამ ქალაქის გუნდის წარმატება იყო. ეს ძალიან ლოგიკურად არის ამ სტადიონთან მიბმული. ფეხბურთს რომ გავცდეთ, ასეთი წარმატება ლაშა ტალახაძის წარმატება იყო – კვირის შემდეგ ორშაბათი რომ მოდის, ისეა უკვე მისი ჩემპიონობა. სასწაულებს აკეთებს. ღმერთმა ჯანი მისცეს და საქართველოს კი – ბევრი ასეთი სპორტსმენი. ზოგად, წელს ბექაური გვყავდა, მოფარიკავე ბაზაძე დაიჩაგრა“.

ალექსანდრე ჩივაძე: „რაც რეზომ ილაპარაკა, მაგას დავამატებ – ნაკრებმა წლის ბოლოს სამი მატჩი რომ ჩაატარა, იმედი გაგვიჩნდა. წარმატებას ხალხიც და მგონი, უკვე თავად ფეხბურთელებიც ელიან“.