ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები სეზონს რუმინეთში დაასრულებს #1TVSPORT
ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები სეზონს რუმინეთში დაასრულებს #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დაასრულებს. 3-4 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპირო მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, სადაც ჯემალ კილაძის გუნდი შვიდი სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

წლეულს, მაისიდან ივლისის ჩათვლით, მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპი გაიმართა და საქართელოს ნაკრები ოთხივეში საუკეთესო იყო, რაც იმედს იძლევა, რომ 2022 წლის სეზონი, წინა წლის მსგავსად, ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დაგვირგვინდება.

ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში – 70, 80 და +90 კილოგრამებში ქართველი მოჭიდავეები რეიტინგის ლიდერები არიან. 90 კილოგრამში კი მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:

70 კგ – ლევან ქელეხსაშვილი

80 კგ – ნიკა კენჭაძე

90 კგ – დავით ხუციშვილი, დავით ფირუზაშვილი და ტარიელ გაფრინდაშვილი

+90 კგ – მამუკა კორძაია და მარად ვანაძე

მწვრთნელი: ჯემალ კილაძე

ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლევან ლინნიკი

მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

დელეგაციის ხელმძღვანელი: ლაშა ლომიძე