ქვიშის ხელბურთში, ბათუმში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართა
ქვიშის ხელბურთში, ბათუმში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართა
3-დან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმი ქვიშის ხელბურთში ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ბათუმის გარდა, კონტინენტის პირველობის მატჩები სალონიკიშიც გაიმართება. ბათუმში საქართველოს ქალთა ნაკრების გარდა რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის და თურქეთის ეროვნული გუნდები ითამაშებენ, ხოლო ვაჟთა ტურნირზე: – საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, შვედეთის, რუმინეთის და თურქეთის გუნდები იასპარეზებენ.
2020 წლის ორ ჩემპიონატზე – ბათუმსა და სალონიკიში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატების საგზურები  გათამაშდება.
ბათუმის ჩემპიონატიდან ფინალურ ეტაპზე ქალთა და კაცთა 4-4 საუკეთესო გუნდი, ხოლო სალონიკის ტურნირიდან – ქალთა 4 და კაცთა 5 საუკეთესო ნაკრები მოხვდება.
ბათუმში პირველად ევროპის ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის 2012 წელს გაიმართა. ქვიშის ხელბურთი სწრაფად განვითარებადი სახეობაა და 2020 წელს გადაწყდება, მოხვდება თუ არა ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.
ქვიშის ხელბურთი – ევროპის ჩემპიონატი 2020. 3-5 ივლისი
ბათუმი, საქართველო
ქალები: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო
კაცები: პოლონეთი, უკრაინა, შვედეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო
4-4 საუკეთესო გუნდი იღებს ევრო 2021 საგზურს
სალონიკი, საბერძნეთი.
ქალები: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლიტვა, კვიპროსი
4 საუკეთესო  ევრო 2021 საგზურს
კაცები: ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, სერბეთი, საბერძნეთი, კვიპროსი
5 საუკეთესო იღებს ევრო 2021 საგზურს
ევრო 2021. უკვე კვალიფიცირებული გუნდები
ქალები: ესპანეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, იტალია
კაცები: უნგრეთი, ხორვატია, რუსეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, იტალია.