ქვიშის ჭიდაობა | ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი ნიცაში #1TVSPORT
ქვიშის ჭიდაობა | ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი ნიცაში #1TVSPORT

ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ნიცაში გამართულ მსოფლიო პირველობის მესამე ეტაპზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დავით ხუციშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.