ქვილითაიამ დაინტერესებული კლუბები უარით გაისტუმრა - „აპოელმა“ ქართველ თავდამსხმელზე ზეწოლა გააპროტესტა #1TVSPORT
ქვილითაიამ დაინტერესებული კლუბები უარით გაისტუმრა - „აპოელმა“ ქართველ თავდამსხმელზე ზეწოლა გააპროტესტა #1TVSPORT

გამოცემა Balla.com-ის ცნობით, „აპოელის“ ქართველ თავდამსხმელ გიორგი ქვილთაიას ზაფხულში რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ ყველა გუნდი უარით გაისტუმრა და ნიქოზიელებს უერთგულა.

„ზოგიერთმა გუნდმა, მათ შორის კვიპროსის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, სცადა გიორგი ქვილითაიას კონკრეტული შემოთავაზებებით დაინტერესება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა მათ კარი დაუკეტა. კერძოდ, ქართველმა თავდამსხმელმა მათ უპასუხა, რომ „აპოელთან“ კონტრაქტი 2024 წლის სეზონის ბოლომდე აკავშირებს და რომ „ყვითელ-ლურჯებში“ ყოფნით სრულიად კმაყოფილია“, – წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო „აპოელს“ საგანგებო განცხადების გავრცელებაც მოუხდა:

„ნიქოზიას „აპოელმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა კვიპროსის გუნდის ხელმძღვანელობაზე, რომელიც ფეხბურთელს აწუხებდა. ქვილითაიამ მაშინვე აცნობა გუნდის ადმინისტრაციას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება გუნდის მიმართ, რადგან ის კაპიტნის სამკლაურს ატარებს“, – ვკითხულობთ გამოცემა Balla.com-ის წერილში.

გიორგი ქვილითაია და მისი თანაგუნდელი ბუბა დაუშვილი ცდილობენ ფორმაში შესვლას გასულს სეზონზე მიღებული ტრავმების შემდეგ, რათა გუნდს ევროტურნირზე ბულგარულ „ბოტევთან“ დაეხმარონ.

ორივე ქართველი სპეციალური პროგრამით ვარჯიშს ასრულებს. დიდი ალბათობაა, რომ „ბოტევამდე“ გასამართ უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ორივემ რამდენიმე წუთი მაინც ითამაშოს. კვიპროსული მედიის მტკიცებით, ქვილითაია და დაუშვილი კონფერენს-ლიგაზე ბულგარელებთან შესახვედრად მზად იქნებიან.