ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მომდევნო ტურში, სავარაუდოდ, ითამაშებს #1TVSPORT
ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მომდევნო ტურში, სავარაუდოდ, ითამაშებს #1TVSPORT

ლიმასოლის „არისისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „აპოლონთან“ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

„თამაშამდე ქართველი ლეგიონერი თავს შეუძლოდ გრძნობდა. სამედიცინო პერსონალმა და „არისის“ მწვრთნელმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ მისთვის დასვენების საშუალება მიეცათ. გამოცდილი თავდამსხმელის არყოფნა გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, რადგან ქვილითაია „არისის“ შეტევის ხაზში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა“, – წერს გამოცემა Sigmalive-ი.

გიორგი ქვილითაიას მდგომარეობაზე კომენტარი „არისის“ პრესმდივანმა კოსტას პაპადოპულოსმა გააკეთა და თქვა, რომ სერიოზული არაფერია.

„ქვილითაია ფეხის ტკივილს უჩიოდა და მწვრთნელებმა მისი თამაში არ გარისკეს. შაბათს „ომონია არადიპუსთან“ გასვლით თამაშს ჩავატარებთ. ვფიქრობ, გიორგი ამჯერად გუნდთან ერთად იქნება“, – განაცხადა „არისის“ პრესმდივანმა.