ქვილითაიას ტრანსფერი ჩაეშალა
ქვილითაიას ტრანსფერი ჩაეშალა

გიორგი ქვილითაია ორიოდე კვირის წინ ვენის „რაპიდის“ ვარჯიშზე დაშავდა და ამის გამო ტრანსფერი ჩაეშალა, – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kurier.at-ი ავრცელებს.

„ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა“ გიორგი ქვილითაიას ტრანსფერით იყო დაინტერესებული, თუმცა, მან კოჭი დაიზიანა და რამდენიმე თვე დაისვენებს, რის გამოც ეს ტრანსფერი ჩაიშალა“, – წერს ავსტრიული გამოცემა Kurier.at-ი.

2017/18 სეზონში ქვილითაიამ „რაპიდში“ 33 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 13 გოლი და სამი პასი ჩაიწერა. ავტორიტეტული ინტერეტგვერდი Transfermarkt.de ქართველის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 800 ათას ევროს ასახელებს. გიორგი ავსტრიაში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა.

მანამდე ავსტრიული მედია იტყობინება, რომ „ასტანა“ ამ ქვეყნის ჩემპიონატიდან „აუსტრიას“ 24 წლის თავდამსხმელის, კევინ ფრიზენბიჰლერის გადაბირებას აპირებდა.