ქვილითაიას პენალტი არ დაუდეს, ოქრიაშვილმა ასისტი ჩაიწერა - „აპოელმა“ „არისი“ ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ქვილითაიას პენალტი არ დაუდეს, ოქრიაშვილმა ასისტი ჩაიწერა - „აპოელმა“ „არისი“ ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ნიზოზიასაპოელმა“ (სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს) საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „არისს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ანგარიში „არისის“ გაბონელმა თავდამსხმელმა ვარენ შავიმ 44-ე წუთზე გახსნა. „აპოელი“ მთელი მეორე ტაიმი უტევდა და ანგარიშის გათანაბრება საფინალო სასტვენამდე მოახერხა – 90+6-ე წუთზე, ლიმასოლელთა კარი პაულო ვინიციუსმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო მხოლოდ გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მურთაზ დაუშვილი თამაშს ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ტოვებდა.

ქვილითაია აქტიური იყო და „არისის“ კარს ორჯერ დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა, შემდეგ კი ქართველმა თავდამსხმელმა კარს ააცილა. ოთხ წუთში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მან შანსით ვერ ისარგებლა.

თამაში ოქრიაშვილმა გაამწვავა, გატანაც ეეძლო, მაგრამ ახლოდან დროულად ვერ დაარტყა. მისი შესრულებული ჯარიმის შემდეგ ქვილითაიამ „მაკრატელათი“ სცადა გატანა, მაგრამ – უშედეგოდ. ოქრიაშვილის მცდელობამ ნიქოზიელებს შედეგი მაინც მოუტანა. პაულო ვინიციუსმა ანგარიშის გათანაბრება სწორედ ქართველის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ მოახერხა.

 

კვიპროსულ მედიაში გააკრიტიკეს შეხვედრის მთავარი არბიტრი, რომელმაც სტუმართა კარში ქვილითაიას წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტი არ დანიშნა. სადავო იყო ორი ეპიზოდი – 48-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში აშკარად მოცელა მცველმა, 70-ე წუთზე კი მაისურით შეაჩერა. მაგრამ მსაჯმა პენალტი არც ერთ შემთხვევაში არ დანიშნა.

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლიმასოლის „აპოლონმა“ გასვლაზე „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა. ლიმასოლელთა განაცხადში იყო რეზი ინჯგია, მაგრამ არ უთამაშია. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კი 24 იანვარს ლარნაკაში აეკ-ს დაუპირისპირდება.