ქვილითაიას „პანათინაიკოსთან“ გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
ქვილითაიას „პანათინაიკოსთან“ გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

ახალი სეზონის დაწყებამდე ნიქოზიასაპოელმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ ჩაატარა და 1:1 ითამაშა.

კვიპროსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია. ამხანაგური მატჩი საინტერესოდ წარიმართა და „აპოელი“ 22-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ბერძნებმა 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ქვილითაიას გოლი არ ჩაუთვალეს – შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გიორგიმ მატჩი სრულად ითამაშა, ხოლო დაუშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს.

აპოელში“ ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი არ იყო, რომელმაც ლარნაკას აეკ-თან ტესტ-მატჩის 37-ე წუთზე ფეხი იტკინა და ახლა ექიმების დიაგნოზს ელის.