ქვილითაიას მენეჯერი - გიორგით „ვიტესი“ დაინტერესდა, ახლა მათ პასუხს ველი
ქვილითაიას მენეჯერი - გიორგით „ვიტესი“ დაინტერესდა, ახლა მათ პასუხს ველი
გიორგი ქვილითაიას ზამთარში კლუბის შეცვლა სურს და შესაძლოა, ის ჰოლანდიის ერედივიზიის (მთავარი ლიგა) კლუბში გადავიდეს – ეს საქართველოს პირველ არხთან „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მენეჯერმა, გოგა გახოკიძემ განაცხადა.
 
„დიახ, შემიძლია ეს ვთქვა, რომ ქვილითაიას ტრანსფერზე მოლაპარაკება არნემის „ვიტესთან“ დავიწყეთ. ჰოლანდიელებისგან ინტერესი არის, მაგრამ ჯერ არ მაქვს საბოლოო ინფორმაცია, რას გადაწყვეტენ. „ვიტესის“ პასუხს უახლოეს დღეებში ველოდები“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გოგა გახოკიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საუბრისას გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ ბელგიურ გუნდში კარიერით კმაყოფილი არაა და „გენტის“ ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს წასვლაზე ელაპარაკა.
„გუნდის შეცვლა ზაფხულშიც მინდოდა, რადგან გასულ სეზონზეც მცირე სათამაშო დრო მქონდა. მაგრამ ზაფხულშიც არ გამიშვეს, რადგან ევროპის ლიგაზე გავედით, ბევრი თამაში გვქონდა, მათ განაცხადში შესაყვანად ბევრი ფეხბურთელი სჭირდებოდათ. ახლაც, წამოსვლამდე კლუბის ხელმძღვანელებს ველაპარაკე – ჯერ თხოვნით, შემდეგ ულტიმატუმით არა, მაგრამ უფრო გაბრაზებულად. მაგრამ კონტრაქტი მათ ხელშია და არ მიშვებენ“, – აცხადებდა ქვილითაია.
დატოვე კომენტარი