ქვილითაიას იზოლაცია დასრულდა და მწვრთნელი დააკვირდება, მზად არის თუ არა სათამაშოდ #1TVSPORT
ქვილითაიას იზოლაცია დასრულდა და მწვრთნელი დააკვირდება, მზად არის თუ არა სათამაშოდ #1TVSPORT

კვიპროსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას სამშაბათს, დილით კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის ვადა დაუსრულდა და ნიქოზიასაპოელთან“ ერთად პირველად ივარჯიშა.

„ქართველი თავდამსხმელი გუნდის ბაზაზე შემოვიდა და რამდენიმედღიანი კარანტინის შემდეგ თავისუფლების ჰაერი ჩაისუნთქა. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა და ფორმის აღდგენას შეეცდება“, – წერია „სპორტ FM“-ის გვერდზე.

კვიპროსული მედიის ცნობით, ჯერ უცნობია, ლამის ორკვირიანი პაუზით დასვენებული თავდამსხმელი გუნდს შემდეგ ტურში დაეხმარება თუ არა:

ნიქოზიასაპოელის“ მწვრთნელი ყოველდღიურად შეაფასებს ქვილითაიას მდგომარეობას და გადაწყვეტს, ათამაშოს თუ არა შაბათს ლიმასოლის „აპოლონთან“ მნიშვნელოვან შეხვედრაში. 14 დღის განმავლობაში ის ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას შინ ასრულებდა, რათა ფორმა მაქსიმალურ დონეზე შეენარჩუნებინა“, – ამტკიცებს „სპორტ FM“.

გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დეკემბრის დასაწყისში დაუდასტურდა და „აპოელს“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 და მე-13 ტურებში, „პაფოსთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ მნიშვნელოვან შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარა.