ქვილითაიას გოლი ყველაზე ეფექტურად აღიარეს, ლორიას სეივი მეორეზე გავიდა (ვიდეო)

კვიპროსის მოთამაშეთა პროფკავშირების (PA.SP) ვებგვერდმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო გოლისა და სეივების ნომინანტებში ქართველები დაასახელა, ერთი მათგანი კი გამარჯვებულად აღიარა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამართულ გამოკითხვაში გიორგი ქვილითაიამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა, 73% მიიღო – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა Stoiximan-ის პრიზი კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ნიქოზიასაპოელთან“ 67-ე წუთზე გატანილი ეფექტური გოლისთვის მიიღო. „გენტიდან“ „ანორთოსისში“ იჯარით გადასულმა 27 წლის თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატის ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

მეკარეების საუკეთესო სეივის ნომინაციაში გიორგი ლორია „აპოელთან“ შეხვედრის 26-ე წუთზე შესრულებული ნახტომისთვის მოხდა – ქართველმა მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა და „ანორთოსისის“ მოგებაში დიდი როლი ითამაშა. გიორგიმ გამოკითხვაში ხმების 45 პროცენტი დააგროვა და მხოლოდ „კარმიოტისის“ მეკარე დიმიტრის კირიაკიდისს ჩამორჩა (50%).