ქვილითაიას გოლი და პასი, ოქრიაშვილის საგოლე შეტევა - „აპოელში“ ქართველებმა გაიბრწყინეს [ვიდეო] #1TVSPORT

აპოელმა“ კვიპროსის სუპერლიგაში სტუმრად ახნასისეთნიკოსთან“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, რაშიც ქართველთა სამეულმა (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) დიდი როლი ითამაშა.

ანგარიში მე-20 წუთზე ქვილითაიამ გახსნა – ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეკარეს ბურთი ეფექტურად გადაუდგო. გიორგი 34-ე წუთზე მეორე გოლშიც მონაწილეობდა და ამჯერად, ლეო ნატელმა მისი საგოლე გადაცემით გაიტანა.

მესამე გოლი მოედანზე 61-ე წუთზე შესული ოქრიაშვილის კუთხურს მოჰყვა – მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და საჯარიმო ხაზიდან იანის საციასმა კარში ზუსტად დაარტყა, „აპოელმა“ კი მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ქვილითაიამ და დაუშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს და შემდეგი ტურის შეხვედრას გამოტოვებენ. „აპოელმა“ 15 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და ამ მოგებით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა, რაც საჩემპიონო ექვსეულში თამაშის უფლებას მისცემს.