ქვილითაიას განვითარებული შეტევით „აპოელმა“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას „აპოელმა“ 2023 წლის პირველი შეხვედრა გამართა და ნიქოზიის დერბიში „ოლიმპიაკოსი“ 1:0 დაამარცხა.

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-17 ტურის შეხვედრა „აპოელმა“ საკუთარ სტადიონზე გაიმართა – ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც გუნდი კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა, მურთაზ დაუშვილი (79-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა) და ლაშა დვალი კი სათადარიგოებში მოხვდნენ.

„აპოელი“ პირველსავე ტაიმში დაწინაურდა, შეტევა კი გიორგი ქვილითაიამ განავითარა. 28-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მცველის გადაცემა ჩაჭრა, იერიში მარჯვენა ფლანგზე კინგსლი სარფოს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც „ოლიმპიაკოსის“ კარი დალსიომ აიღო და ტაიმი ქართველების გუნდმა მოიგო.

საბოლოოდ, 17 ტურის შემდეგ, „აპოელი“ (40) კვიპროსის ჩემპიონატში ერთპირონულად გალიდერდა და გადაასწრო ლევან ხარაბაძის „პაფოსს“ (37), რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.