ქვილითაიას დაბრუნება იანვრისთვის გადაიდო - ქართველის თამაში ექიმებმა სარისკოდ ჩათვალეს
ქვილითაიას დაბრუნება იანვრისთვის გადაიდო - ქართველის თამაში ექიმებმა სარისკოდ ჩათვალეს

დღეს, ბელგიის ჩემპიონატში „გენკი“ „გენტს“ უმასპინძლებს. ჩვენი გულშემატკივრები შეხვედრას
„გენტში“ მოთამაშე ქართველების გამო დიდი ინტერესით ელიან.

„ამ დღეს ჩვენ გიორგი ქვილითაია დაგვიბრუნდება“, – ამბობდა მატჩამდე „გენტის“ მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი.

მაგრამ მისი სიტყვები არ გამართლდა – „გენკის“ წინააღმდეგ გიორგი ქვილითაია არ ითამაშებს. ეს ფეხბურთელმა პირველ არხს თავად უთხრა.

„ჩემი დაბრუნება ახალ წლამდე იგეგმებოდა და ითქვა, რომ „გენკთან“ ვითამაშებდი, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, გამოირიცხა. ამის უფლება ექიმებმა არ მომცეს და განაცხადში ვერ მოვხვდი. ჩემი თამაში მათ სარისკოდ ჩათვალეს და თანხმობა ამიტომ არ მომცეს. კვირაა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და მინდოდა, რომ წელი მოედანზე დაბრუნებით დამესრულებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს წლის ბოლო თამაშია, ექიმებმა მირჩიეს და მწვრთნელსაც უთხრეს, რომ ჩემი დაბრუნება არ დაგვეჩქარებინა“, – ამბობს პირველ არხთან ქვილითაია.