ქვილითაიას დაბრუნება გადაიდო - აპოელ-ის ქართველ კაპიტანს ტრავმა აქვს #1TVSPORT
ქვილითაიას დაბრუნება გადაიდო - აპოელ-ის ქართველ კაპიტანს ტრავმა აქვს #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში აპოელ-მა სტუმრად „ოთელოსი“ 1:0 დაამარცხა. ლაშა დვალმა პირველი ტაიმი ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყო. როგორც აღმოჩნდა, აპოელ-ის ქართველი კაპიტანი ტრავმირებულია.

„გიორგი ქვილითაიას „ოთელოსთან“ არ უთამაშია. ქართველ თავდამსხმელს 27 სექტემბერს, „პაფოსთან“ მატჩამდე პრობლემა შეექმნა, რის შედეგადაც ბოლო მომენტში მისი ადგილი გაბრიელმა დაიკავა.

ეთნიკოსთან“ ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ ეს შეხვედრაც გამოტოვა. ვარაუდობდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელი „ოთელოსთან“ დაბრუნდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მას კვლავ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს“, – წერს sport-fm-ი.

კვიპროსის ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ აპოელ-ს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზეა.