ქვილითაიას ასისტით ლორიას გაუტანეს - „აპოელმა“ გასვლაზე „ანორთოსისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსში საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „ანორთოსისმა“ ნიქოზიას „აპოელს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა – კარში გიორგი ლორია იდგა, ავთო ებრალიძე კი (63-ე წუთზე შეცვალეს) უტევდა. „აპოელში“ ლაშა დვალი პირველ ტურში მიღებული ტრავმის გამო არ იყო, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი და შეცვლაზე შევიდნენ – ორივე 62-ე წუთზე.

„ლორიამ მე-17 წუთზე მასპინძლები დონგალას დარტყმის შემდეგ გადაარჩინა, მაგრამ 33-ე წუთზე ვეღარ გადაეღობა მარკინიოს შეტევას, რომელიც მცველებმა კარამდე თავისუფლად მიუშვეს და „აპოელი“ დაწინაურდა.

„ანორთოსისს“ მანამდეც და შემდეგაც გოლის გატანის ბევრი რეალური შესაძლებლობა ჰქონდა და ნახევრიც რომ გამოეყენებინა, თამაშს მოიგებდა, მაგრამ ერთის გატანაც ვერ შეძლეს, „აპოელმა“ კი 90+6-ე წუთზე კონტრშეტევაზე მეორეც გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამა კონტრშეტევაზე ლორიასთან პირისპირ დანი ბლუმი დატოვა და მან შანსი გოლად აქცია.

ამავე ტურში „პაფოსმა“ შინ „კარმიოტისა“ 4:0 დაამარცხა. ლევან ხარაბაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „დოქსამ“ შინ მოქმედ ჩემპიონ „აპოლონთან“ 0:1 წააგო. მასპინძელთა განაცხადში კი რეზი ინჯგია არ ყოფილა.