ქვილითაიას არყოფნაში „აპოელმა“ მოიგო - დაუშვილმა მეტოქე კაცნაკლული დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ქვილითაიას არყოფნაში „აპოელმა“ მოიგო - დაუშვილმა მეტოქე კაცნაკლული დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების „აპოელი“ საშინაო არენაზე „დოქსას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა. მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

სუპერლიგის მე-18 ტურში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილი (რომელიც მოედანს დაუბრუნდა) და თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო გიორგი ქვილითაია თამაშს ყვითელი ბარათების გამო ტოვებდა. საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო.

36-ე წუთზე, „დოქსასგანელი ლეგიონერი ბენჯამინ ასამოა დაუშვილთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, რამაც მასპინძლებს საქმე გაუიოლა. ანგარიში 54-ე წუთზე „აპოელის“ ბრაზილიელმა შემტევმა ლეო ნატელმა გახსნა, ხოლო 90+5-ე წუთზე ხორვატმა თავდამსხმელმა ანტონ მაგლიცამდოქსას“ კარი მეორე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0 „აპოელის“ სასარგებლოდ.

19 ტურის შემდეგ „აპოელმა“ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, მაგრამ გუნდმა მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა კორონავირუსის შემოტევის გამო, 2 შეხვედრა კი მარაგში აქვს. ერთის მოგებითაც გუნდი ექვსეულში დაწინაურდება, რაც საჩემპიონო რბოლის გაგრძელების შანსს მისცემს.