ქვილითაიამ კვიპროსის თასზე დუბლი შეასრულა - „აპოელი“ 1/4-ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ქვილითაიამ კვიპროსის თასზე დუბლი შეასრულა - „აპოელი“ 1/4-ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ ბოლო პერიოდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „აპოელს“ კვიპროსის თასზე „არისთან“ მოგებასა და გათამაშების შემდეგ წრეში გასვლაში დაეხმარა.

კვიპროსის თასის 1/8-ფინალში ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.

ანგარიში „არისმა“ მე-18 წუთზე სტეპინსკის გოლით გახსნა, მაგრამ ქვილითაიამ 27-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 39-ე წუთზე კი გუნდი დაააწინაურა. ამის შემდეგ ნიქოზიელებამ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს.

საბოლოოდ, „აპოელმა“ 4:2 გაიმარჯვა და კვიპროსის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.