ქვილითაიამ კონკურენტთან დუბლი შეასრულა - „აპოელი“ ჩემპიონატის ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია იყო „აპოელის“ მთავარი გმირი კონკურენტ ლარნაკას „აეკ-თან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:2 დაასრულა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის ჩემპიონშიფის მესამე ტურის შეხვედრა ლარნაკაში გაიმართა და ქართველებიდან მხოლოდ გიორგი იყო ძირითად შემადგენლობაში. მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში დარჩა, ხოლო ლაშა დვალი მოედანზე 90+1-ე წუთზე გამოჩნდა.

„აეკ-მა“ თამაში კარგად დაიწყო. მე-10 წუთზე სტუმრებს ადამ გიურჩომ გაუტანა, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში ქვილითაიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 27-ე წუთზე ლამაზი კონტრშეტევა ქართველმა ეფექტური გოლით დაასრულა და დუბლით „აპოელი“ დააწინაურა.

ლარნაკელებმა მატჩის ბოლოს თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს. 88-ე წუთზე ივან ტრაიკოვსკიმ „აპოელის“ კარი მეორედ აიღო და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 2:2.

„აპოელი“ 29 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილზეა და „არისსა“ (60) და ლარნაკას „აეკ-ს“ (58) მცირე უპირატესობით ასწრებს.