ქვილითაიამ ითამაშა, დვალმა მატჩი გამოტოვა - აპოელ-მა აელ-თან ქულები დაკარგა #1TVSPORT
ქვილითაიამ ითამაშა, დვალმა მატჩი გამოტოვა - აპოელ-მა აელ-თან ქულები დაკარგა #1TVSPORT

ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ლიმასოლის აელ-თან გამართა და ქულები დაკარგა – 1:1.

ქართველებიდან 24-ე ტურის შეხვედრაში აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო. ლაშა დვალი კი გაცივდა და მატჩი ამის გამო გამოტოვა.

ამ თამაშში ორივე გოლი მცველმა გაიტანა. აპოელ-მა კარგად დაიწყო და მაროკოელი ისაამ ჩებაკეს გოლით პირველ ტაიმში (31-ე წუთი) დაწინაურდა. ლიმასოლელებმა ანგარიშის გათანაბრება შესვენების შემდეგ ხორვატი პეტარ ფილიპოვიჩის დარტყმით შეძლეს.

აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატში გამართული 24 ტურის შემდეგ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა.