ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ქეცბაიას გუნდი ლიდერებს დაეწია (ვიდეო)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ლიდერებს მჭიდროდ მიუახლოვდა და საჩემპიონო ბრძოლას აგრძლებს.

სუპერლიგის მე-20 ტურის შეხვედრა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ლარნაკასნეა სალამინასთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა. ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია, რომელიც ჯერ ისევ რეაბილიტაციას გადის. გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

გიორგი ქვილითაიას ანგარიშის გახსნა მე-15 წუთზე შეეძლო, მაგრამ ფლანგური გადაცემა ახლო მანძილიდან ვერ დააგვირგვინა. მან ეს 34-ე წუთზე მაინც მოახერხა – ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი უნაკლოდ გამოიყენა. 92-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბერძენმა ნახევარმცველმა გიორგიოს გალიციოსმა დააფიქსირა და „ანორთოსისმა“ 2:0 გაიმარჯვა.

სუპერლიგის მე-20 ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 39 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერებს, „ომონიასა“ და „აპოლონს“ კი ქულით ჩამორჩება.