ქვილითაიამ დუბლი შეასრულა - ოქრიაშვილი დაბრუნდა, „აპოელი“ მეოთხეზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ქვილითაიამ დუბლი შეასრულა - ოქრიაშვილი დაბრუნდა, „აპოელი“ მეოთხეზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა და ნიქოზიას „აპოელს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

კვიპროსის სუპერლიგის მე-9 ტურში „აპოელმანიქოზიასლევკოსია არენაზე“ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა და დამაჯერებალდ დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მოედანს ავადმყოფობის შემდეგ დაუბრუნდა. მან 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 74-ეზე კი შეცვალეს.

ძირითადში იყო და დუბლი შეასრულა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთს თითებით შესწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა. 57-ე წუთზე „აპოელის“ უპირატესობა ლუაკს სოუზამ გაზარდა, ხოლო 72-ე წუთზე ქვილითაიამ აელ-ის კარი მეორედ აიღო.

საბოლოოდ, აპოელმა“ 3:0 მოიგო, 9 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა. ტურის დანარჩენი შეხვედრები 7 ნოემბერს გაიმართება – თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „პაფოსს“ უმასპინძლებს.