ქვილითაიამ დატვირთვა გაზარდა და მალე ითამაშებს #1TVSPORT
ქვილითაიამ დატვირთვა გაზარდა და მალე ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია მომჯობინდა, მოედანს დაუბრუნდა და სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსკენ შესაძლოა, „აპოელს“ დაეხმაროს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ქვილითაიას დაბრუნება გეგმის მიხედვით მიდის, რადგან მან დატვირთვის თანდათან გაზრდა დაიწყო. ეს გუნდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან გაირკვა. ქართველი თავდამსხმელი უკვე ბურთით ვარჯიშობს“, – წერს კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“.

„გელოდებით“, – ასეთი პოსტი გაავრცელა „აპოელის“ ოფიციალურმა გვერდმა და მიესალმა მოედანზე ქართველი თავდამსხმელის დაბრუნებას, რომელიც უკვე მეოთხე თვეა, გუნდს ვეღარ ეხმარება.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბოლოს 15 მაისს „ანორთოსისის“ წინააღმდეგ კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშა და ტრავმა გაუმიზეზდა. ამის შემდეგ 28 წლის თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად დიდხანს გაუგრძელდა.

გიორგი ქვილითაიას მოედანზე დაბრუნება „აპოელისთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან გუნდის მეორე თავდამსხმელი, ხორვატი ანტონ მაგლიცაც ტრავმირებულია და გუნდს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ ეხმარება.