ქვილითაიამ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა
ქვილითაიამ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე აუთსაიდერი “სენტ პოლტენი” მიიღო და მინიმალური სხვაობით – 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვენური კლუბის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-5 წუთზე სწორედ მან გამოიმუშავა პენალტი და თავად შეძლო მისი რეალიზება. ამ სეზონში ეს ქართველის მეშვიდე გოლია ავსტრიის ჩემპიონატში.

მეორე გოლიც “რაპიდმა” პენალტით გაიტანა. ამჯერად, 11-მეტრიანი კაპიტანმა შტეფან შვაბმა შეასრულა.

მოგების შემდეგ, “რაპიდმა” 49 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. ვენური კლუბი მეორე ადგილზე მყოფ “შტურმს” 8 ქულით ჩამორჩება, ლიდერ “ზალცბურგს” – 16 ქულით.