ქვილითაიამ „აპოელში“ სრული დატვირთვით ივარჯიშა #1TVSPORT
ქვილითაიამ „აპოელში“ სრული დატვირთვით ივარჯიშა #1TVSPORT

აპოელმაკონფერენს ლიგაზე ყაზახურ „კიზილ ჯარასთან“ განმეორებით მატჩამდე (11 აგვისტოს) გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ასტანა არენაზე“ გასართი მატჩისთვის ნიქოზიურ კლუბში გიორგი ქვილითაია სრული დატვირთვით ემზადება.

„გიორგი ქვილითიაია უკვე წუთებს ითვლის, რომ მოედანს დაუბრუნდეს. ამ პროცესის ბოლო ეტაპზეა. ის უკვე სოფრონის ავგუსტისის (მთავარი მწვრთნელი) განკარგულებაშია და შესაბამისად, გუნდთან ერთად სრული დატვირთით ივარჯიშა. ქართველმა თავდამსხმელმა რეგულარული ვარჯიშის დიდი ნაწილი პირველად ჩაატარა“, – განაცხადა „აპოელის“ პრესსპიკერმა ნექტარიოს პეტევინოსმა „სპორტ ფმ“-თან ინტერვიუში.

ცოტა მოგვიანებით, ამის დადასტურება გახდა „ყვითელ-ლურჯების“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვარჯიშის ფოტოები, სადაც ქვილითაია სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჩანს.

გუნდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ორშაბათსა და სამშაბათს ქართველმა თავდამსხმელმა ვარჯიშის უმეტესი ნაწილი მოედანზე გაატარა და მისი რეაბილიტაციის პროგრესის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია აპრილში ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ 4 თვე არც კლუბში უთამაშია და ერთა ლიგაზე ვერც საქართველოს ნაკრების დახმარება მოახერხა.

აპოელმაკონფერენს ლიგაზე ყაზახურ „კიზილ ჯარასთან“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებით მატჩს 11 აგვისტოს „ასტანა არენაზე“ გამართავს.