ქვილითაია მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ „აპოელი“ წაგებისგან ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
ქვილითაია მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ „აპოელი“ წაგებისგან ვერ გადაარჩინა #1TVSPORT

მეკარე გიორგი ლორიას შემდეგ გიორგი ქვილითაიაც მომჯობინდა და კვიპროსის თასზე ითამაშა „აპოელში“, რომელიც „ომონიასთან“ 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ქვილითაია 11 თებერვალს „ენოსისთან“ მატჩში დაშავდა და თითქმის სამი კვირა გაუცდა, მაგრამ სერიოზული არაფერი გამოდგა და მოედანზე კვიპროსის თასის ¼-ფინლის განმეორებით შეხვედრაში 59-ე წუთზე გამოჩნდა. „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ლაშა დვალმა და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს.

ქართველების გუნდმა პირველი მატჩი გასვლაზე 2:1 მოიგო, შინ კი 0:2 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას დაემშვიდოდა. sport-fm-ის შეფასებით, „ომონიას“ წაგების მიზეზი ლიდერების მდგომარეობა იყო.

„„აპოელის“ წაგებაზე მოთამაშეთა მოუმზადებლობამ იმოქმედა. თუმცა, გუნდს ბევრი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბედისწერო შედეგიც მიიღო. შეიძლება პატარა ალიბი იყოს ის, რომ სუშიჩი, სარფო და ქვილითაია, რომლებიც გარკვეული დროით არ თამაშობდნენ, სათამაშოდ 100%-ით მზად არ იყვნენ. სათადარიგოთა სკამზე მყოფი ეფრემი და დონისიც არ იყვნენ მზად“, – წერია sport-fm-ის ვებგვერდზე.