ქვილითაია კვიპროსზე დაფასდა - ქართველი ძვირადღირებულთა სამეულშია #1TVSPORT
ქვილითაია კვიპროსზე დაფასდა - ქართველი ძვირადღირებულთა სამეულშია #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა – შეფასება გერმანულ სამენეჯერო კომპანია „ტრანსფერმარკტს“ ეკუთვნის.

აპოელის“ ქართველი თავდამსხმელისთვის სეზონი წარმატებული გამოდგა, რეგულარული სეზონის თანაბომბარდირი გახდა და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. მისი ამჟამინდელი ფასი 1,8 მილიონი ევროა და კვიპროსის ჩემპიონატში მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩება.

კვიპროსის ჩემპიონატის ძვირადღირებულ მოთამაშეთა სამეული

1 მარიუშ სტეპინსკი პოლონეთი, არისი 2,50

2 მაქსიმილიანო ლოვერა, არგენტინა, ომონია 2,20

3 გიორგი ქვილითაია, საქართველო, აპოელი 1,80

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსის ორი გუნდი ითამაშებს, ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ჯამური შეფასება კი 132 მილიონი ევროა – ორჯერ მეტი, ვიდრე ქართული გუნდების.

ამის მიუხედავად, კვიპროსის ყველაზე ძვირადღირებული გუნდის, „აპოელის“ ჯამური ღირებულებაა (16,10) – შეფასება თითქმის 9 მილიონი ევროთი ჩამორჩება საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ მაჩვენებელს (25,07 მილიონი ევრო).