ქვილითაია კვიპროსის ლიგის მეორე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ქვილითაია კვიპროსის ლიგის მეორე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის მეორე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ეს ცნობილი გახდა წლის ტრადიციულ დაჯილდოება PASP FOOTBALL AWARDS 2023-ზე.

მონტე კაპუტოს სცენაზე, კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის (PASP) ორგანიზებით გამართულ საღამოზე საფეხბურთო სეზონის მთავარი გმირები დააჯილდოეს – სეზონის მოთამაშეები, ამპლუის მიხედვით საუკეთესოები. ერთადერთი, მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირია გასარკვევი, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტი იყო A დივიზიონის სიმბოლური ნაკრების გამოცხადება. პარალელურად გამოცხადდა მეორე თერთმეტეულიც, სადაც გიორგი ქვილითაია შევიდა, რომელიც 2021 წელს პირველ სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „აპოელში“ 28 მატჩი ჩაატარა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.