ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რჩეული თერთმეტეული გამოცემა Goal.com.cy-მა „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

„ფეხბურთის 100 გულშემატკივარს კვიპროსის ლიგის თერთმეტი საუკეთესო მოთამაშის დასახელება რომ ვთხოვოთ, ალბათ 100 განსხვავებულ პასუხს მივიღებთ. ყველას კრიტერიუმი განსხვავებულია, მკაფიო დასკვნების გაკეთება კი რთულია. ვისარგებლეთ „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით და მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე თერთმეტი ფეხბურთელისგან სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი შევადგინეთ“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

„ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემების მიხედვით, გიორგი ქვილითაიას ფასი 1.8 მილიონი ევროა. 30 წლის ქართველი თავდამსხმელი აპოელ-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა, კვიპროსის ჩემპიონატში კი ამ მხრივ მეექვსე ადგილზეა. თუმცა, სამი წლის წინ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე იყო.

აპოელ-ის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის, ლაშა დვალის ტრანსფერი გერმანულმა ვებგვერდმა 600 ათას ევროდ შეაფასა.