ქვილითაია „ანორთოსისისს“ მალე დაუბრუნდება, ოქრიაშვილი „ომონიასთან“ ითამაშებს
ქვილითაია „ანორთოსისისს“ მალე დაუბრუნდება, ოქრიაშვილი „ომონიასთან“ ითამაშებს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში ფამაგუსტის „ანორთოსისი“ „ერმესს“ ესტუმრება. თემურ ქეცბაიას გუნდში დაბრუნების შემდეგ, ეს იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც გუნდი მხოლოდ ერთი ქართველის, მეკარე გიორგი ლორიას იმედი ექნება.

ერმესთან“ მატჩს მურთაზ დაუშვილი გამოტოვებს, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ ფორმა ჩემპიონატის 13 მატჩიდან 12-ში მოირგო. ის მე-14 ტურის შეხვედრაში ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო არ იქნება. ქართველი ნახევარმცველი ფამაგუსტელებს 2018 წელს შეუერთდა და თემურ ქეცბაიას გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. დაუშვილს „ანორთოსისთან“კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სავარაუდოდ, გიორგი ქვილითაია გუნდს „ერმესთან“ დაუბრუნდება, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს 22 დეკემბერს „ომონიასთან“ მატჩში დაეხმარება, – ამის შესახებ „სპორტ ფმ“ იუწყება. ქვილითაიასა და ოქრიაშვილის მდგომარეობაზე საგანგებო განცხადება „ანორთოსისის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„გიორგი ქვილითაიამ „დოქსასთან“ შეხვედრისას მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, მაგრამ მისი ტრავმა მსუბუქი გამოდგა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მზად იქნება თუ არა „ერმესთან“ მატჩისთვის. თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლოს საქართველოს ნაკრების ფორმით 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ითამაშა. თორნიკეს მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა და რეაბილიტაციას აგრძელებს. წინასწარი შეფასებით, ის მზადყოფნაში შემდეგი ტურის მატჩებისთვის იქნება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი