ბათუმის გუნდი საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა | ხელბურთი
ბათუმის გუნდი საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა | ხელბურთი

„შავი ზღვის ბიჭები“ გადამწყვეტ ფინალურ ეტაპზე ქუთაისის გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა 27-20 მოიგო.

შეხვედრაში ბათუმის გუნდის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა და „შავი ზღვის ბიჭებმა“ სეზონის პირველი ტიტული მოიპოვა.

მატჩის ბომბარდირი 8 გატანილი ბურთით ბათუმის გუნდის ხელბურთელი ლაპიაშვილი გახდა. ქუთაისის შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 4-4 გოლი მერკვილაძემ, ხაჟომიამ და სურმავამ გაიტანეს

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ლაპიაშვილი 8, გოგოლაძე 7, მსხვილიძე 5, სიმონია 4, აბრამიშვილი 1, გიორგაძე 1, ტიელიძე 1, ტალახაძე, ბერძენიშვილი, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, სტოლბოვი

ქუთაისი: მაისურაძე, გულეიშვილი – მერკვილაძე 4, ხაჟომია 4, სურმავა 4, ზარნაძე 2, გამზარდია 2, ფერაძე 1, სტურუა 1, რუსტამოვი 1, თევზაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, ლომიძე, იმნაძე

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 5 ნოემბერს აიღებს. მანამდე კი 25-26 ოქტომბერს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას მაკედონიაში გაივლის, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებთან 25-26 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.