ქვეყნები კალათებში გადანაწილდნენ - ევრო 2020-ის წილისყრის კონტურები მოიხაზა
ქვეყნები კალათებში გადანაწილდნენ - ევრო 2020-ის წილისყრის კონტურები მოიხაზა

ევრო 2020-ის კალათები ცნობილია.

ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდა და გუნდები კალათებში განაწილდნენ. ყველაზე დიდი მოულოდნელობა გერმანიის მეორე კალათაში მოხვედრაა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგაზე წარმატებამ ის მე-4 კალათში დააწინაურა, რაც იმის გარანტია იქნება, რომ შესარჩევ ჯგუფში ერთი შედარებით სუსტი მეტოქე მაინც შეგვხვდება.

1 კალათა
ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი

2 კალათა
ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანია

3 კალათა
ფინეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, შოტლანდია, ბულგარეთი, ისრაელი,

4 კალათა
უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო, სლოვენია

5 კალათა
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია, მოლდოვა, ფარერები

6 კალათა
ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან მარინო, მალტა

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი ირლანდიის დედაქალაქი ერთა ლიგის ფინალური სტადიის წილისყრას უმასპინძლებს.