ქვემო ქართლის პროკურატურაში მოზარდის ცემის საქმეზე პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს
ქვემო ქართლის პროკურატურაში მოზარდის ცემის საქმეზე პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს

ქვემო ქართლის პროკურატურაში 16 წლის მოზარდის ცემისა და არაადამინური მოპყრობის საქმეზე პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მოზარდმა სამი სამართალდამცველი ამოიცნო, მათ შორის, ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.