ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართება

18:45, 29.01.2018

კალათბურთში ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი მათ მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

მემორიალურ ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში წლეულს რვა გუნდი ითამაშებს: „ქუთაისი“, „რუსთავი“, „კაქტუსი“, „ოლიმპი“, „მგზავრები“, „მარნეული“, „სოხუმი“  და „წყალტუბო“.  „წყალტუბოს“ გუნდი „ა“ ლიგის წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი შვიდი გუნდი სუპერლიგის.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გუნდები მეოთხედფინალში სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ:

ქუთაისი – წყალტუბო
ოლიმპი – მგზავრები
რუსთავი – სოხუმი
კაქტუსი – მარნეული

მეოთხედფინალური მატჩები 1-ელ თებერვალს, ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ნახევარფინალის საგზურებს მოიპოვებენ და ერთმანეთს 2 თებერვალს დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს, 16:00 საათზე შედგება.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წლეულს იგი მეცამეტედ ჩატარდება.

მსგავსი