ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი დაიწყო

ქუთაისის „აია არენაზე“ პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. საფეხბურთო ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია იმართება. მასში იმერეთის რეგიონის რვა გუნდი მონაწილეობს.

გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებულები. ფინალური შეხვედრა რვა მარტს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

შეჯიბრებას ორგანიზებას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უწევს.