ქუთაისში მამაკაცი მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს
ქუთაისში მამაკაცი მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ექვსი წლის ბავშვზე.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ ავტოქარხნის დასახლებაში აიყვანეს. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა.

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.