ქუთაისის „ტორპედოში“ კვასხვაძე და ცინცაძე ბრუნდებიან #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ კვასხვაძე და ცინცაძე ბრუნდებიან #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ უახლოეს პერიოდში ახალი მფლობელის საკუთრებაში გადავა, რამაც გუნდის გაძლიერების პროცესი დააჩქარა.

ცნობილია, რომ გუნდის შეძენა ორ ინვესტორს სურს – „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, აიეტ კუკავას და უნივერსიტეტის, „ნიუ ვიჟენის“ რექტორს დავით კერესელიძეს. გუნდის გასასხვისებლად აუქციონი თვის ბოლოს გაიმართება, სადაც ორი ინვესტორი იბრძოლებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გუნდში მეკარე როინ კვასხვაძე ბრუნდება – მეკარე, რომელიც იყო ქუთაისელთა ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი 2016 წლიდან 2019 წლამდე. მერე „დინამო თბილისში“ გადავიდა, რომელიც „ნეფთჩისთან” წაგების შემდეგ საკუთარი სურვილით დატოვა.

გუნდს ასევე უბრუნდება ნახევარმცველი მათე ცინცაძე, რომელიც ამავე პერიოდში „ტორპედოს“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ბოლოს 26 წლის მოთამაშე ალბანეთში, „კუკეშში“ თამაშობდა.

დატოვე კომენტარი