ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი მერაბ გიგაური კარიერას ჰონ კონგის პრემიერლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი მერაბ გიგაური კარიერას ჰონ კონგის პრემიერლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT

მერაბ გიგაური კარიერას „ლი მან უორიორსში“ გააგრძელებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ კაპიტანთან დაკავშირებით ინფორმაციას ჰონგ კონგის პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონი კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენი საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ საქართველოდან მერაბ გიგაური დავიმატეთ. 32 წლის საყრდენი ნახევარმცველის სიმაღლე 182 სმ-ია და ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჰონგ კონგის პრემიერლიგაში ითამაშებს. გიგაური „ლი მანში“ 77-ე ნომრით იასპარეზებს“, — წერს ჰონგ კონგური კლუბი.

„ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდს შევუერთდი. ველოდები ახალი მოგზაურობის დაწყებას, ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად თამაშს. მზად ვარ, ახალ სეზონში ყველაფერი გავაკეთო კლუბის წარმატებისთვის“, — ამბობს მერაბ გიგაური.

ქუთაისის „ტორპედოს“ გარდა, გიგაურს უთამაშია პოლონურ „იაგელონიაში“, რუსთავის „მეტალურგში“, „ცხინვალში“, ფოთის „კოლხეთში“, აზერბაიჯანულ „გაბალასა“ და „შამახში“. „ტორპედოში“ 2022 წელს დაბრუნდა და გუნდის კაპიტანი გახდა. გიგაურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.