ქუთაისის „ტორპედოს“ „სამგურალთან“ ლიდერები დააკლდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ „სამგურალთან“ ლიდერები დააკლდება #1TVSPORT

18 ივნისს, ქუთაისში ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართება – ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.

ქუთაისელთა პრესსამსახურმა  მატჩამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გუნდს „სამგურალთან“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება.

წყალტუბოელებთან შეხვედრაში გუნდს ბაქარ მირცხულავა, ირაკლი ძარია და ოთარ კვერნაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ასევე მატჩს გამოტოვებს სამუელ ინკუმი, რომელმაც გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მეჰდი ბოუკასის თამაშიც. გადაწყვეტილებას მის შესახებ სამწვრთნელო შტაბი ხვალ მიიღებს“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ ქუთაისში გამართავს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 18 ივნისს, 19:30 საათზე დაიწყება.