ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - „სარაევოსთან“ დაპირისპირებაში ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - „სარაევოსთან“ დაპირისპირებაში ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი იმედოვნებს, რომ კონფერენსლიგის განმეორებით დაპირისპირებაში „სარაევოსთან“ მისი გუნდი უკეთ ითამაშებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

„არ ვიცი, არის თუ არა შანსები თანაბარი, მაგრამ პირველი 20 წუთის შემდეგ ვფიქრობდი, რომ დაგვამარცხებდნენ. ფრე არ მაკმაყოფილებს, რადგან მეორე ტაიმში კიდევ სამი ან ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო. მთლიანობაში, თამაშიდან გამომდინარე, ლოგიკური შედეგი იყო და ყველაფერი სარაევოში გადაწყდება.

ახლა უკვე ვიცით, რეალურად მეტოქე რა დონისაა – როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებლად კვირაზე ნაკლები დაგვრჩა. მეორე მატჩში, შესაძლოა, ნიკოლა ნინკოვიჩი და ომრან ჰაიდარი დაგვეხმარნონ, ისინი გუნდს გააძლიერებენ. მიზანი კი, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლაა“, – აცხადებს „ტორპედოს“ შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს სარაევოს „ასიმ ფერჰატოვიჩ არენაზე“ გაიმართება.