ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - სამეულს კიდევ უფრო მივუახლოვდებით #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - სამეულს კიდევ უფრო მივუახლოვდებით #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ეროვნულ ლიგაში გამოსვლასა და გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჯერ ბოლო ტურში „საბურთალოსთან“ შეხვედრის შესახებ ვიტყვი. თბილისელებს რამდენიმე კვირის წინაც ვეთამაშეთ და შეგვიძლია დავინახოთ, როგორ განვვითარდით. ახლა მეტი გავიტანეთ, ვიდრე ჩვენს წინა დაპირისპირებაში.

ქუთაისის „ტორპედო“ 7-8 ტურის წინ მესამეადგილოსანს 11 ქულით ჩამორჩებოდა. დღეს კი მიზანს მხოლოდ სამი ქულა გვაშორებს. ამიტომაც შემდეგი შეხვედრის მოგებით სამეულს კიდევ უფრო მივუახლოვდებით.

მახარებს ისიც, რომ ბოლო შეხვედრაში შევძელით და კარი მშრალად შევინახეთ. ჩვენ შედეგიანად თამაში შეგვიძლია.

სამომავლოდ წაუგებელი თამაშების სერია გვჭირდება. მნიშვნელოვანი იყო გუნდის სწორი რეაქცია ბათუმის „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, „საბურთალოს“ ზუსტად ამის ხარჯზე ვძლიეთ.

ვფიქრობ, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ თამაშში მთელი გული და სული ჩავდეთ. მათ თანადგომას მუდამ ვგრძნობთ და ეს გამარჯვებაც მათ ეძღვნებათ“, – ამბობს სტივ კინი.