ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ პრესინგმა შედეგი მოგვიტანა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ პრესინგმა შედეგი მოგვიტანა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან, „საბურთალოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა.

„გუნდის გამარჯვებით და ჩემი ფეხბურთელების თამაშით გახარებული ვარ. ვაჩვენეთ, რომ შეკრული გუნდი ვართ.

დღეს (ევროთასებზე მატჩის შემდეგ) გავაკეთეთ რამდენიმე ცვლილება, რადგან ზოგიერთმა ფეხბურთელმა ბოლო დროს ბევრი ითამაშა. სხვა მოთამაშეები კი შანსს მოუთმენლად ელოდნენ.

არ ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ შეძლო და გაგვიტანა. მოთამაშეებს მივმართე, გაეგრძელებინათ შეტევა, მომენტების შექმნა და აგრესიული პრესინგი.

საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო. გამიხარდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი ყველგან ჩვენთან არიან, აქტობეშიც გამოგვყვნენ. სამწუხარო იყო, რომ ვერ წამოვიდნენ ბოსნიაში, ისინი საუკეთესოები არიან.

ჩვენ ყველა შეხვედრის შემდეგ ქომაგებს ვუსმენთ. მათი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.