ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - პირველადგილოსანთან დიდი სხვაობაა და ამ ეტაპზე ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - პირველადგილოსანთან დიდი სხვაობაა და ამ ეტაპზე ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ჩემპიონთან, თბილისის „იბერიასთან“ ეროვნული ლიგის შეხვედრაზე, რომელიც ფრედ (0:0) დასრულდა.

„ჯერჯერობით ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ, რადგან პირველადგილოსანთან დიდი სხვაობაა. ჩვენ ვფიქრობთ თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესებაზე და თითოეული შეხვედრის მოგებაზე.

„იბერიასთან“ პირველი ტაიმი ჩვენთვის ცუდად წარიმართა. ძალიან ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. შესვენების შემდეგ რაღაცები შევცვალეთ და, ვფიქრობ, ცოტა მეტად რომ გაგვმართლებოდა, თამაშს მოვიგებდით. თუმცა, ჩემი აზრით, ქულა დამსახურებული იყო“, – განაცხადა დირკ შუსტერმა.

20 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 16 ტურით ადრე ლიდერ „იბერიას“ 14 ქულით ჩამორჩება.