ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა „დინამო თბილისთან“ მატჩი (1:1) შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
„პირველი ტაიმი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა. ნახევარდაცვაში მატეო ითრაკი გვაკლდა და სხვა სქემით ვთამაშობდით. თბილისელებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.
მეორე ტაიმში თამაში გავათანაბრეთ და გოლიც გავიტანეთ. რაც შეეხება ჩვენს კარში დანიშნულ პენალტს, საკამათო ეპიზოდი იყო, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თამაშის ბოლოსაც გვქონდა რამდენიმე შანსი და უნდა გამოგვეყენებინა.
რა არის ამ სეზონში „ტორპედოს“ მიზანი? მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან გორის „დილა“ და „იბერია“ წინ არიან“.