ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი დირკ შუსტერი - თამაშები ყოველ ოთხ დღეში გვაქვს და გუნდი გადაიღალა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი დირკ შუსტერი - თამაშები ყოველ ოთხ დღეში გვაქვს და გუნდი გადაიღალა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა და მეკარე ფილიპ კლიაიჩმა კომენტარი გააკეთეს ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალთან“ მოგებულ შეხვედრაზე (1:0). ეს გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში.

დირკ შუსტერი, „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი:

„რთული თამაში გამოვიდა, დიდი ენერგია წაგვართვა. ორი მოთამაშე ტრავმის გამო იძულებით შევცვალეთ. შეხვედრები ყოველ ოთხ დღეში გვაქვს და გუნდი გადაიღალა. სათადარიგოთა სკამიც მოკლე გვაქვს. მეორე ტაიმით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. თუმცა მიხარია, რომ სამი ქულაც ავიღეთ და ზედიზედ მეოთხე მატჩიც მოვიგეთ“.

ფილიპ კლიაიჩი, „ტორპედოს“ მეკარე:

„კარგია, რომ მოვიგეთ და ლიდერთა ტრიოს მივუახლოვდით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, კარი „მშრალად“ რომ შევინახეთ, ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაცაა“.