ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და გულშემატკივრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და გულშემატკივრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათ გუნდში არსებულ პრობლემასა და „ტორპედოს“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ინვესტორი მზადაა, გუნდის შესაძენად და აუცილებელია, დროული რეაგირება. გუნდში დარჩენილი თანამშრომლები და გულშემატკივრები ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ამასთან, აცხადებენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, შიმშილობას დაიწყებენ.

„ერთი წელია, ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. არ გვინდა, დავუშვათ, რომ „ტორპედო“ არ იარსებებს. ამიტომ, ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედანზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვისი დანაშაულია, მაგრამ ვაჩვენოთ მათ, რა მნიშვნელობისაა „ტორპედო“ ქუთაისისთვის. ნუთუ, ცენტრალურ ხელისულებაში არ იციან ამ პრობლემების შესახებ, ამდენი ხანი რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა?“, -განაცხადა ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.