ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე უეფა-ს კონფერენსლიგაზე | ყაზახური „ორდაბასი“ სირთულეების წინაშეა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე უეფა-ს კონფერენსლიგაზე, ყაზახური „ორდაბასი“ სირთულეების წინაშეა, თუმცა კლუბი ცდილობს, ზამთარში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, — ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Sports-ი წერს.
„წელს „ორდაბასი“ სირთულეების წინაშეა, მათ შორის — შემადგენლობის გამო. ზამთარში ანდრეი მარტინმა მრავალი ახალი მოთამაშე მიიწვია, თუმცა მათი სათამაშო დონე ჩამოუვარდება გუნდში გასული ორი სეზონის მანძილზე მისულ მოთამაშეთა დონეს. სალიმან კაიოდემ და რაშიდ აბუბაქარმა უკვე დატოვეს კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან კონტრაქტები მხოლოდ ექვსი თვის წინ გაფორმდა.
„ორდაბასი“ ისევ ძველ სტრატეგიას დაუბრუნდა და ორი უკრაინელი — იური ვაკულკო და ვლადისლავ ნაუმეცი დაიმატა. ორივე ერთ ასაკში მყოფი ნახევარმცველია, რომლებმაც უკრაინის პრემიერლიგაში სათანადო გამოცდილება დააგროვეს. მათ რუმინელი ნახევარმცველი — მიჰაი კაპატინიც შეუერთდა, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში გაატარა.
„ორდაბასის“ ზაფხულის ტრანსფერები პოტენციურად სასარგებლოცაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ახალწვეული ცენტრალური ნახევარმცველია. კლუბმა შეტევაზეც უნდა იფიქროს, სადაც პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს“, – წერს გამოცემა.